ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ სერტიფიცირებული და პროფესიონალი IT სპეციალისტების ჯგუფი
გვაქვს დიდ და რთულ IT ინფრასტრუქტურასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება
ჩვენი შესაძლებლობები გადააჭარბებს თქვენს მოთხოვნებს

ჩვენი ჯგუფი შედგება


IT მენეჯერები - კომპიუტერული და ინფორმაციული სისტემების მენეჯერი, ან უბრალოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი, წარმოადგენს ერთგვარ "გამცილებელს", რომელიც ორგანიზაციას ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების მუდმივად ცვალებად გარემოში მოახდინოს ორიენტირება. ის სახავს, ორგანიზაციისათვის საჭირო ტექნოლოგიების მოთხოვნებისა და მიზნების, გრძელ და მოკლე ვადიან კონცეფციებს.

სისტემური ადმინისტრატორები - სისტემური ადმინისტრატორი, ან იგივე სისადმინი ეს არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მრავალმომხმარებლიანი კომპიუტერების, მაგალითად სერვერების შემცველობაზე, კონფიგურაციასა და გამართულად მუშაობაზე. სისადმინი უზრუნველყოფს ე.წ. Downtime მინიმუმამდე შემცირებას, კომპიუტერულ უსაფრთხოებასა და პროდუქტიულობის გაზრდას.

ქსელის ადმინისტრატორები - ქსელის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია ორგანიზაციის კომპიუტერული ქსელის აქტუალური მუშაობის უზრუნველყოფაზე. ის ასევე პასუხისმგებელია ქსელის მარშრუტიზაციაზე და უსაფრთხოებაზე.

თრაბლშუთერები - იგივე IT ტექნიკოსი, პირი, რომელის დახმარებაც მომხმარებლების გარდა, ესაჭიროება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალისტსაც. მისი მთავარი მოვალეობაა კომპიუტერული და პერიფერიული პარკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. მის მოვალეობაში ასევე შედის ახალი ტექნიკის აწყობა და გამართვა, პროგრამული უზრუნველყოფის და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და განახლება.